It-girl

0 коммент.

It-girl ჟურნალების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინია. დღევანდელი It-girls არიან : პერის ჰილტონი, ნიკოლ რიჩი, მიში ბარტონი, ჯესიკა სიმპსონი, ბრიტნი სპირსი და სხვა. It-girl გამოიყურება დაახლოებით ასე: ის არის მდიდარი მშობლების შვილი, ცოტა მსახიობი, ცოტა მომღერალი, ცოტა მოდელი,ცოტა დიზაინერი, სკანდალური, სწერვა, ინტრიგანი,შესაძლოა გადიოდა მკურნალობას რომელიმე კლინიკაში, ან ატარებს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში.

ცნობილი მწერალი ლინორ გორალიკ It-girl სადმი მიძღვნილ თავის სტატიაში წერს: "It-girl საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ქალის სწორი ყოფაქცევის საზომი, ის -ნეგატიური იდეალია, რომელიც მდებარეობს ამ საზომის ბოლოს : ეგოისტია, წაართვეს მშობლის უფლება, როგორც ბრიტნი სპირსი."




ყველაფერი იქნებოდა გასაგები, It-girls- მილიონერების და მილიარდერების განებივრებული გოგოები , რომლებიც ხარჯავენ მამიკოს ფულს და ახარებენ ჯურნალისტებს. მაგრამ დაიწყო ყველაფერი სხვანაირად..



Elinor Glyn (1864-1943)
1927 წელს ინგლისელმა ელინორ გლინმა შემოგვთავაზა ქალის ახალი სახე , რომელიც შემდეგ "It-girl" სახელი უწოდეს. მისი სცენარის გმირი მართლაც რომ იდეალური ქალი იყო ,რომელიც გახდა ბევრისთვის იდეალი საუკუნის შემდეგ. ის არ იყო ყველაზე ლამაზი , მაგრამ ის იყო მიმზიდველი და მომხიბვლელი, მას შეეძლო მოეხიბლა მამაკაცი ერთი გამოხედვით.
საქმე იმაშია რომ ამ ქალებს ჰქონდათ ერთი თვისება რომელსაც გლიმნა უწოდა "It" -ეს, რამ, რაღაც, რაიმე... რასაც სიტყვიერად ვერ ახსნი, რაღაც განსხვავებული, რაც სხვებისგან გამოარჩევდა და რაც აძლევდა საშუალებას ყოფილიყო ის რაც არის. It-girl არის დამოუკიდებელი და ამავდროულად თავნებური , ჯიუტი, ის არ აქცევს ყურადღებას შურიანებს, მაგრამ საზღვრებს არ სცდება.

პირველი It-girl იყო მუნჯი კინოს ვარსკლავი კლარა ბოუ, რომელმაც ითამაშა ფილმში, რომლის სცენარისტი იყო გლინი.თავიდან პოპულარობის საზომი It-girl ჰქონდა მამაკაცებში თუმცა არა სილამაზის და სექსუალურობის გამო ...
XX საუკუნეში იყო ბევრი ლამაზმანი და "It" წოდება არ ჰქონდა ყველას.

ის რომ It-girl-ის ბედი არის ტრაგიკული ალაპარაკდნენ მერლინ მონროს სიკვდილის შემდეგ. ცნობილი ქალი მიუხედავად თავისი წარმატების სილამაზის და მამაკაცებში პოპულარობისა ვერ აიწყო პირადი ცხოვრება და ხშირი დეპრესია ჰქონდა.
და შემდეგ .... რაგაც მოხდა .. ორ ათეულ წელიწადში "It-girl" სრულიად შეიცვალა... "It-girl" დაკარგა თავისი ღირსეული თვისება "It", ისინი არ არიან მიმზიდველები არავის უნდა მიბაძოს, არ არიან საინტერესოები მამაკაცისთვის





გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო???

3 коммент.

ალბათ ყველა დროის ყველაზე აქტუალური თემაა. მაინც რას აფასებენ ბიჭები საპირისპირო სქესის წარმომადგენელში შინაგან სამყაროს თუ გარეგნობას???



რა თქმა უნდა ჯობია, თუ ორი ეს თვისება შერწყმულია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ასე არ უმართლებს. მაშინ რა უნდა ქნან არც თუ ისე კარგი გარეგნობის მქონე გოგონებმა? ითვლება, რომ ყურადღების ცენტრში მუდამ ლამაზმანები არიან, ქერა ცისფერთვალება, ბუნებრივი სილამაზის მქონე ნაზი გოგონები, ან უბრალოდ შავგრემანი, ეშხიანები... ასეა თუ ისეა ქალბატონების ეს ორივე ტიპი ლამაზს განეკუთვნება, და ყურადღებას ყოველთვის იქცევს. ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ გარეგნობა მთავარი არ არის, მაგრამ მაშინ რას აქცევენ ისინი ყურადღებას ქალის გაცნობისას? ხომ არ შეიძლება თავიდანვე იცოდე როგორია შინაგანად ადამიანი. ხოლო ბრმა სიყვარული კი დროთა განმავლობაში მოდის. ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი დროის მანძილზე იცნობდე ადამიანს, გაცნობისთვის კი ისევ და ისევ საჭიროა კარგი გარეგნობა.

ამ საკითხზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება, და გულის სიღრმეში ყველა გოგოს აინტერესებს თუ რა ფასდება პირველ რიგში. შეიძლება მამაკაები დავყოთ ორ ტიპად: ისინი ვინც, გარეგნობას მთავარ კრიტერიუმად აფასებენ და ისინი ვისაც შესახედაობა ნაკლებად აინტერესებს და შინაგან სამყაროს პირველ ადგილზე აყენებს. თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ გულის სიღრმეში ყველა მამაკაცს სურს გვერდზე ლამაზი, ყველასთვის შესაშური ქალი ედგას...

ამ ყველაფრის შემდეგ ისმება კითხვა: რატომ განვიხილავთ, მხოლოდ მამაკაცებს ამ საკითხში, ზოგიერთი ბიჭის მსგავსად ბევრი ქალბატონი პირველ რიგში გარეგნობას აფასებს. ჩემი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრჯერ გამიგონია: "რას გავს ის ბიჭი, მას როგორ გავიცნობ" ან ასეთი რამ: "მისი (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რომელიმე გოგონას) შეყვარებული ნახე? რას გავს! ის რამ შეაყვარა" გამოგიტყდებით მეც მითქვამს, ასეთი რამ. ეხლა კი ვხვდები, რომ მართლაც არ ვიყავი მართალი. სიყვარული მართლაც ბრმაა და არ შეიძლება ადამიანის მხოლოდ მისი პარამეტრების მიხედვით განსჯა...

შეიძლება ამ გამოცანაზე პასუხი ძალიან ადვილია და სულაც არ ღირს მასზე ამდენი ფიქრი. უბრალოდ არსებობენ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები. მე თუ მკითხავთ, მამაკაცები, რომლებიც შინაგან სამყაროს უფრო აფასებენ ვიდრე გარეგნობას, სულგრძელები და გაბედულები არიან დანარჩენებისგან განსხვავებით. რადგანაც მათ არ აღელვებთ სხვისი აზრი, არ ფიქრობენ: "ვთქვა, რომ ის მიყვარს? რას იფიქრებენ ჩემზე? გემოვნება არ ქონიაო?" გარეგნობის "მოყვარულებს" კი უბრალოდ გამოჩენა უნდათ ლამაზი შეყვარებულით. მაგრამ მათაც შეიძლება მოეძებნოთ გამართლება, შეიძლება უბრალოდ შეუყვარდეთ ლამაზი გოგონა, თუმცა ის ისედაც ყველას უყვარდება, ხოლო ვისაც ნაკლები გარეგნობის მქონე გოგონა მოხიბლავს, უკვე განსხვავებულია და ადვილი მისახვედრია, რომ სულიერად ძლიერი და კეთილი ადამიანია.



თუმცა ვერავინ ვერასოდეს ბოლომდე ვერ მიხვდება, თუ რა არის სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო...

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ???

მაგარი რაღაცა ვისწავლე :)

7 коммент.

 :) ძალიან საყვარელი საიტი შენი ხელით აკეთებ ვარკვლავების სტილის სურათებს და კიდევ ბევრ რამეს :) აი ეს ჩემი გაკეთებული ორი სურათია :) 






 

 

Coco Chanel Biography

4 коммент.

 





From her first millinery shop, opened in 1912, to the 1920s, Gabrielle 'Coco' Chanel rose to become one of the premier fashion designers in Paris, France. Replacing the corset with comfort and casual elegance, her fashion themes included simple suits and dresses, women's trousers, costume jewelry, perfume and textiles.

Coco Chanel claimed a birthdate of 1893 and a birthplace of Auvergne; she was actually born in 1883 in Saumur. According to her version of her life story, her mother worked in the poorhouse where Gabrielle was born, and died when Gabrielle was only six, leaving her father with five children whom he promptly abandoned to the care of relatives.

She adopted the name Coco during a brief career as a cafe and concert singer 1905-1908. First a mistress of a wealthy military officer then of an English industrialist, Coco Chanel drew on the resources of these patrons in setting up a millinery shop in Paris in 1910, expanding to Deauville and Biarritz. The two men also helped her find customers among women of society, and her simple hats became popular.

Soon Coco Chanel was expanding to couture, working in jersey, a first in the French fashion world. By the 1920s, her fashion house had expanded considerably, and her chemise set a fashion trend with its "little boy" look. Her relaxed fashions, short skirts, and casual look were in sharp contrast to the corset fashions popular in the previous decades. Chanel herself dressed in mannish clothes, and adapted these more comfortable fashions which other women also found liberating.

In 1922 Coco Chanel introduced a perfume, Chanel No. 5, which became and remained popular, and remains a profitable product of Chanel's company. Pierre Wertheimer became her partner in the perfume business in 1924, and perhaps also her lover. Wertheimer owned 70% of the company; Coco Chanel received 10% and her friend Bader 20%. The Wertheimers continue to control the perfume company today.

Coco Chanel introduced her signature cardigan jacket in 1925 and signature "little black dress" in 1926. Most of her fashions had a staying power, and didn't change much from year to year -- or even generation to generation.

Coco Chanel briefly served as a nurse in World War I. Nazi occupation meant the fashion business in Paris was cut off for some years; Chanel's affair during World War II with a Nazi officer also resulted in some years of diminished popularity and an exile of sorts to Switzerland. In 1954 her comeback restored her to the first ranks of haute couture. Her natural, casual clothing including the Chanel suit once again caught the eye -- and purses -- of women. She introduced pea jackets and bell bottom pants for women. She was still working in 1971 when she died. Karl Lagerfeld has been chief designer of Chanel's fashion house since 1983.

In addition to her work with high fashion, Coco Chanel also designed stage costumes for such plays as Cocteau's Antigone (1923) and Oedipus Rex (1937) and film costumes for several movies, including Renoir's La Regle de Jeu. Katharine Hepburn starred in the 1969 Broadway musical Coco based on the life of Coco Chanel.
Coco Chanel Bibliography:
Berman, Phyllis and Zina Sawaya. "The billionaires behind Chanel." Forbes, 1989.
Brower, Brock. "Chez Chanel: Couturiere and courtesan, Coco made her own rules as she freed women from old fussy, frilly fashions." Smithsonian, July 2001.
Kennett, Frances. Coco: the life and lives of Gabrielle Chanel.

როგორი გინდა იყო??

4 коммент.

ალბათ ყველა ადამიანს გასჩენია სურვილი რამე მომენტში შეეცვალა საკუთარი თავი და ეს ნორმალურია. მეც მქონია ასეთი რაღაც. მაგრამ ეხლა სრულიათ მაკმაყოფილებს საკუთარი თავი და რომც შემეძლოს არაფერს შევცვლიდი.
ყველამ იცის რომ იდიალური ადამიანი არ არსებობს და ჩვენ მაინც ვდილობთ გავხდეთ იდიალურები. ეს ხომ სისულელა............... შეურაწყოფაში არ ჩამომართვად მაგრამ ეს ხომ სიმარტლეა.
შედით მეტის წაკითხვაში და ნახეთ ჩემი აზრით ულამაზესი გოგონები :)

10 love-story, რომლებმაც სამყარო შეძრა

4 коммент.

რომანტიკული ისტორია ჩვეულებრივი არასდროსაა, ამიტომაცაა რომანტიკული და არა სხვაგვარი. მაგრამ ზოგი ამბავი ისეთია, რომ თაობების გონებასა და წარმოსახვაში დაიბუდებს ხოლმე. გავიხსენოთ, ან გავეცნოთ გასული საუკუნის რამდენიმე ასეთ შთამბეჭდავ ისტორიას:





არისტოტელე ონასისი და ჟაკლინ კენედი
შეუდარებელი ჟაკლინ კენედი და ოდიოზური მაჩო, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. რომანს, რომელიც მართლმადიდებლური წესით შესრულებული ჯვრისწერით დასრულდა, ძნელად უწოდებდით დიდ სიყვარულს – ორივეს თავისებური ანგარება ამოძრავებდა. ჟაკლინმა ქორწილის დასრულებისთანავე 3 მილიონი დოლარი , ბერძენმა მაგნატმა კი - საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი და ამაღლებული რეიტინგი მიიღო. იმ ყურადღების ღირსი, რომლითაც ამ ორს მსოფლიო თვალყურს ადევნებდა, იშვიათად თუ ვინმე გამხდარა გასული საუკუნის წყვილებში.

ბონი და კლაიდი
დაუნდობელმა მკვლელებმა, ბანკის მძარცველებმა და მანქანის გამტაცებლებმა, ამერიკა მხოლოდ თავიანთი სისასტიკით კი არა, იმითაც გააოცეს, რომ ჰოპ-სტოპებს შორის სიყვარულით ტკბებოდნენ. მათი ისტორია იმდენად დაუჯერებელი და ამასთანავე რომანტიკულია, რომ მასობრივი კულტურის სფეროში ბონისა და კლაიდის სახელების ექსპლუატაციას საზღვარი არ აქვს. ხანდახან ეჭვიც გაგიჩნდება, მართლა არსებობდნენ თუ არაო.

ლედი დიანა და დოდი ალ-ფაედი
პრინცესა დიანა ბრიტანელებს იმდენად უყვარდათ, რომ არაბ მილიონერთან კავშირსაც არ უმოქმედია მის რეიტინგზე. მით უფრო, რომ მოგვიანებით გაირკვა, რომ უფლისწულ ჩარლზთან განქორწინების შემდეგ ეს მისთვის პირველი ნამდვილი სიყვარული იყო.

პარიზული გვირაბის ფატალური კატასტროფის შემდეგ ათასნაირი ჭორი და ვარაუდი გაჩნდა. მკვლელობა იმ ტერორისტებმა შეუკვეთეს, რომელთაც არ სურდათ, პრინცესას შვილი არაბისგან გაეჩინაო; დოდი იმ საღამოს ცოლობის თხოვნას აპირებდაო, დიანა ფეხმძიმედ იყოო, დასაჯესო და ა.შ. მაგრამ იმ სამგლოვიარო დღეებში ყველა ჭორი ყვავილებისა და სანთლების ზღვაში ჩაიკარგა.

მერილინ მონრო და ჯონ კენედი
ამ სიყვარულის ამბავს ასპროცენტიანი დამადასტურებელი საბუთი არ აქვს და ზოგი მითად მიიჩნევს. მაგრამ თუ ეს მითია, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მითი ყოფილა. ამერიკის მთავარი სექს-სიმბოლო, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ახალგაზრდა, მოხდენილი და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატური პოლიტიკოსი. თუკი ჯონი მთელი ძალით აჩვენებდა საზოგადოებას, ჩვენ შორის არაფერი ხდებაო, მერილინი – პირიქით, ყველანაირად მიანიშნებდა ამ კავშირზე. ხან საათს ჩუქნიდა, წარწერით – “ჯონს, როგორც ყოველთვის, სიყვარულით”; ხანაც ამბობდა, თავს კენედების ოჯახის წევრად ვთვლიო. ბოლოს და ბოლოს, კენედი ჟაკლინთან დარჩა, მერილინი კი მის ძმაზე, რობერტზე ”გადაერთო”.

ჟისკარ ესტენი და სილვია კრისტელი
არანაკლები ყურადღება მიიპყრო ფრანგი პრეზიდენტის ჟისკარ დ’ესტენისა და მსახიობ სილვია კრისტელის სასიყვარულო ინტრიგამ. ეს ქალი უფრო მეტად ეროტიკულ სურათ “ემანუელში” მთავარი გმირის როლით იყო ცნობილი. რომანი ბევრი წელი გაგრძელდე და იქამდე დაიწყო, სანამ დ’ესტენი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდებოდა. ქვეყანამ ამ კავშირის შესახებ იცოდა. წყვილი არც მალავდა რამეს – სილვია ხშირად იყო ოფიციალურ მიღებათა დიასახლისი და თავის მფარველს საზღვარგარეთულ ტურნეებშიც ახლდა.

ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი
მათი სკანდალური ინტრიგა ორი დღე გრძელდებოდა, მაგრამ ხმაური ერაყის ომზე ნაკლები არ გამოუწვევია. კლინტონს იმპიჩმენტიც ემუქრებოდა, თუმცა ყველაფერი ორივესთვის პოზიტიურად დასრულდა. კლინტონი მარტო ხელისუფლებაში კი არ დარჩა, ქორწინებაც შეინარჩუნა და სექს-სიმბოლოს რეპუტაციაც შეიძინა. მონიკა ლევინსკის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.

ჯეონ მეიჯორი და ედვინა კარი
ბრიტანელ პრემიერ-მინისტრ ჯონ მეიჯორს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანდაცვის მინისტრთან ედვინა კარისთან ჰქონდა რომანი. საჯაროდ ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამ ქალის მიმართ და როცა თავის ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე არ მოვიდა, ადგა და აპლოდირებაც დაიწყო. შურის ძიება საშინელი იყო. 2002 წელს გაზეთმა Times-მა კარის გულწრფელი საუბარი გამოაქვეყნა, ქალბატონმა ინტიმური წვრილმანებიც გაამხილა და ისეთი კუთხით აჩვენა ყოფილი საყვარელი საზოგადოებას, რომ მეიჯორის რეპუტაცია დასამარდა.

გრეისი და რენიე III
გრეის კელი, ბევრი ადამიანის აზრით, კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზი მსახიობია. 1955 წელს, საფრანგეთში გადაღებებზე მან მონაკოს თავადი რენიე III გაიცნო. გრძნობა, რომელიც მათ შორის გაჩნდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ კელიმ კარიერას ზურგი აქცია და თავადს ცოლად გაჰყვა. მათ საქორწინო ცერემონიას ტელეკრანიდან 30 მილიონი წყვილი თვალი უყურებდა. ეს ლამაზი კავშირი საშინელმა ავტოკატასტროფამ შეწყვიტა, გრეის კელი დაიღუპა.

გოლდა მაიერი და ალბერტ ფარაონი
რამდენიმე წლის წინ წიგნი გამოიცა, რომელშიც საკმაოდ დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ ისრაელის სახელგანთქმულ პრემიერ-მინისტრ გოლდა მეიერს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა პალესტინელთან. ებრაული საზოგადოება შეძრული იყო. თუ რომანში სიმართლე დაიწერა, ისრაელში ეს თითქმის ღალატია. სინამდვილე იყო ეს ამბავი, თუ გამონაგონი, ახლაც არავინ იცის, მაგრამ აჟიოტაჟი გაუგონარი გამოიწვია.

სიდი და ნენსი

ჯგუფ Sex Pistols-ის წევრებმა სიდ ვიშეზმა და მისმა მეგობარმა გოგონამ ნენსი სპაჯენმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რა არის სიყვარული პანკ-როკის სტილში. ისინი ნარკოტიკული სიზმრიდან არ გამოდიოდნენ, სულ ჩხუბობდნენ და ილანძღებოდნენ. 1978 წელს ამერიკულ სასტუმროში ნენსი მკვდარი იპოვეს. მუცელში ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. მთავარი ეჭვმიტანილი სიდი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ის ნარკოტიკების ჭარბმა ულუფამ იმსხვერპლა. მართლა სიდმა მოკლა თუ არა ნენსი, მის გამო მოიკლა თუ არა თავი, გამოცანად დარჩა, მაგრამ სიდის და ნენსის სახელი ტრაგიკული მარგინალური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.

ის რაც შენ გინდა :)

2 коммент.






დღეს იქნება თავისუფალი თემა .... თავისუფალი თემის დროს კი ლაპარაკობენ რაზე აღარ . :) რავიცი ეხლა ვფიქრობ მე რაე ვილაქლაქო :D ჩემს თავზე აღარ მოვყვები რადგანაც არა მგონია გაინტერესბდეთ :)
მაგრამ გადავწყვიტე დღევანდელი თემა ყოფილლიყო აგრესია!



აგრესია ძალიან აქტუალურია ბოლო ხანებში რამაც მრავალი ადამიანი შსეიწირა და რამაც მრავალ ადამიანს ატკინა გული. მრავალი დღეა რაც ვიღვიძებ და სულ ცუდი ამბები მხვდება :((( ( ადამიანის სიკვდილი დაჭრა გაძარცვა და სხვა
წარმომიდგენია რა საშინელება მოხდება ასე რომ გაგრძელდეს :((( განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან მოზარდები ანუ თინეიჯერები მათი გამოხტომები ყველას აღიზიანებს. მაგრამ ზოგი ეგეთი სულ არ არის მაგალითად მე! :) :) მე ჩემი თანატობისგან ძალიან განვსხვავდები და ძალიან მიხარია არ მ ინდა მათ დავემსგავსო!!!! ეს ხომ საშინელება იქნებოდა :( და მე არ მინდა საშინელებად ვუქცე.......
მათ უნდათ ყურადღება მიიქციონ ნებისმიერი საშვალებით ცხუბით მკვლელობით თუ რავიცი კიდე ათასი რამით. ამ დროს მათ სხეულში არსებობს ორი მე. ეშმაკი და ანგელოზი.

ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ეს თემა :))) თინეიჯერების მოთვინიერების მარავლი ხერხი არსებობს და ბოლოს მაინც მივაყოლებ ჩემზე დღეს ჩემმა ორმა კლასელმა ისე იჩხუბეს რომ ერთი გარიცხეს ((((

SUBSCRIBE TO RSS