It-girl

It-girl ჟურნალების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინია. დღევანდელი It-girls არიან : პერის ჰილტონი, ნიკოლ რიჩი, მიში ბარტონი, ჯესიკა სიმპსონი, ბრიტნი სპირსი და სხვა. It-girl გამოიყურება დაახლოებით ასე: ის არის მდიდარი მშობლების შვილი, ცოტა მსახიობი, ცოტა მომღერალი, ცოტა მოდელი,ცოტა დიზაინერი, სკანდალური, სწერვა, ინტრიგანი,შესაძლოა გადიოდა მკურნალობას რომელიმე კლინიკაში, ან ატარებს მანქანას ნასვამ მდგომარეობაში.

ცნობილი მწერალი ლინორ გორალიკ It-girl სადმი მიძღვნილ თავის სტატიაში წერს: "It-girl საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ქალის სწორი ყოფაქცევის საზომი, ის -ნეგატიური იდეალია, რომელიც მდებარეობს ამ საზომის ბოლოს : ეგოისტია, წაართვეს მშობლის უფლება, როგორც ბრიტნი სპირსი."




ყველაფერი იქნებოდა გასაგები, It-girls- მილიონერების და მილიარდერების განებივრებული გოგოები , რომლებიც ხარჯავენ მამიკოს ფულს და ახარებენ ჯურნალისტებს. მაგრამ დაიწყო ყველაფერი სხვანაირად..



Elinor Glyn (1864-1943)
1927 წელს ინგლისელმა ელინორ გლინმა შემოგვთავაზა ქალის ახალი სახე , რომელიც შემდეგ "It-girl" სახელი უწოდეს. მისი სცენარის გმირი მართლაც რომ იდეალური ქალი იყო ,რომელიც გახდა ბევრისთვის იდეალი საუკუნის შემდეგ. ის არ იყო ყველაზე ლამაზი , მაგრამ ის იყო მიმზიდველი და მომხიბვლელი, მას შეეძლო მოეხიბლა მამაკაცი ერთი გამოხედვით.
საქმე იმაშია რომ ამ ქალებს ჰქონდათ ერთი თვისება რომელსაც გლიმნა უწოდა "It" -ეს, რამ, რაღაც, რაიმე... რასაც სიტყვიერად ვერ ახსნი, რაღაც განსხვავებული, რაც სხვებისგან გამოარჩევდა და რაც აძლევდა საშუალებას ყოფილიყო ის რაც არის. It-girl არის დამოუკიდებელი და ამავდროულად თავნებური , ჯიუტი, ის არ აქცევს ყურადღებას შურიანებს, მაგრამ საზღვრებს არ სცდება.

პირველი It-girl იყო მუნჯი კინოს ვარსკლავი კლარა ბოუ, რომელმაც ითამაშა ფილმში, რომლის სცენარისტი იყო გლინი.თავიდან პოპულარობის საზომი It-girl ჰქონდა მამაკაცებში თუმცა არა სილამაზის და სექსუალურობის გამო ...
XX საუკუნეში იყო ბევრი ლამაზმანი და "It" წოდება არ ჰქონდა ყველას.

ის რომ It-girl-ის ბედი არის ტრაგიკული ალაპარაკდნენ მერლინ მონროს სიკვდილის შემდეგ. ცნობილი ქალი მიუხედავად თავისი წარმატების სილამაზის და მამაკაცებში პოპულარობისა ვერ აიწყო პირადი ცხოვრება და ხშირი დეპრესია ჰქონდა.
და შემდეგ .... რაგაც მოხდა .. ორ ათეულ წელიწადში "It-girl" სრულიად შეიცვალა... "It-girl" დაკარგა თავისი ღირსეული თვისება "It", ისინი არ არიან მიმზიდველები არავის უნდა მიბაძოს, არ არიან საინტერესოები მამაკაცისთვის







ესეც პატარა შემოქმედება :)


ჩვენ ვაღმერთებთ ოლსენის დების , კეიტ მოსის, აგნეს დეინის... და მეზობელი გოგოს სტილს , რომელიც ყიდულობს ზმანებს სექონდენდში და სელებრითებზე არანაკლებ კარგად გამოიყურება....
ჩვენ ვართ fashion სურათების, რეტროს , ვინტაჯის და ვინილის ფანები.
ჩვენ ვუყურებთ ფილმებს "ჩვენს შესახებ" და გვიყვარს საინტერესო წიგნები.
ჩვენ ვოცნებობთ Balmain_ს დახეულ ჯინსებზე და " I ♥ NY" მაისური 2 დოლარად – უბრალოდ სუფთა ოქროა, ისევე როგორც H&M სამოსი და Ray-Ban სათვალე...
ჩვენ ვგიჯდებით NYLON ჟურნალზე, თუნდაც ცხოვრებაში არასდროს არ დაგვჭერია ხელში...

ჩვენ გვიყვარს Polyvore და Sartoria List...
ჩვენ გვიყვარს როცა ჩვენით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა ჩვენ თვითონ სხვისი აზრებისგან დამოუკიდებლები ვართ...
ჩვენ ვაწარმოებთ ბლოგებს და ვაკეთებთ მაგარ სურათებს..
ჩვენ გვიყვარს ჩვერნითავი ისეთი როგორებიც ვართ. ჩვენ ვართ ახალი შთამომავლობა it-girls...

0 Responses on "It-girl"

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS