გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო???

ალბათ ყველა დროის ყველაზე აქტუალური თემაა. მაინც რას აფასებენ ბიჭები საპირისპირო სქესის წარმომადგენელში შინაგან სამყაროს თუ გარეგნობას???



რა თქმა უნდა ჯობია, თუ ორი ეს თვისება შერწყმულია, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ასე არ უმართლებს. მაშინ რა უნდა ქნან არც თუ ისე კარგი გარეგნობის მქონე გოგონებმა? ითვლება, რომ ყურადღების ცენტრში მუდამ ლამაზმანები არიან, ქერა ცისფერთვალება, ბუნებრივი სილამაზის მქონე ნაზი გოგონები, ან უბრალოდ შავგრემანი, ეშხიანები... ასეა თუ ისეა ქალბატონების ეს ორივე ტიპი ლამაზს განეკუთვნება, და ყურადღებას ყოველთვის იქცევს. ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ გარეგნობა მთავარი არ არის, მაგრამ მაშინ რას აქცევენ ისინი ყურადღებას ქალის გაცნობისას? ხომ არ შეიძლება თავიდანვე იცოდე როგორია შინაგანად ადამიანი. ხოლო ბრმა სიყვარული კი დროთა განმავლობაში მოდის. ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი დროის მანძილზე იცნობდე ადამიანს, გაცნობისთვის კი ისევ და ისევ საჭიროა კარგი გარეგნობა.

ამ საკითხზე ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება, და გულის სიღრმეში ყველა გოგოს აინტერესებს თუ რა ფასდება პირველ რიგში. შეიძლება მამაკაები დავყოთ ორ ტიპად: ისინი ვინც, გარეგნობას მთავარ კრიტერიუმად აფასებენ და ისინი ვისაც შესახედაობა ნაკლებად აინტერესებს და შინაგან სამყაროს პირველ ადგილზე აყენებს. თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ გულის სიღრმეში ყველა მამაკაცს სურს გვერდზე ლამაზი, ყველასთვის შესაშური ქალი ედგას...

ამ ყველაფრის შემდეგ ისმება კითხვა: რატომ განვიხილავთ, მხოლოდ მამაკაცებს ამ საკითხში, ზოგიერთი ბიჭის მსგავსად ბევრი ქალბატონი პირველ რიგში გარეგნობას აფასებს. ჩემი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრჯერ გამიგონია: "რას გავს ის ბიჭი, მას როგორ გავიცნობ" ან ასეთი რამ: "მისი (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რომელიმე გოგონას) შეყვარებული ნახე? რას გავს! ის რამ შეაყვარა" გამოგიტყდებით მეც მითქვამს, ასეთი რამ. ეხლა კი ვხვდები, რომ მართლაც არ ვიყავი მართალი. სიყვარული მართლაც ბრმაა და არ შეიძლება ადამიანის მხოლოდ მისი პარამეტრების მიხედვით განსჯა...

შეიძლება ამ გამოცანაზე პასუხი ძალიან ადვილია და სულაც არ ღირს მასზე ამდენი ფიქრი. უბრალოდ არსებობენ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები. მე თუ მკითხავთ, მამაკაცები, რომლებიც შინაგან სამყაროს უფრო აფასებენ ვიდრე გარეგნობას, სულგრძელები და გაბედულები არიან დანარჩენებისგან განსხვავებით. რადგანაც მათ არ აღელვებთ სხვისი აზრი, არ ფიქრობენ: "ვთქვა, რომ ის მიყვარს? რას იფიქრებენ ჩემზე? გემოვნება არ ქონიაო?" გარეგნობის "მოყვარულებს" კი უბრალოდ გამოჩენა უნდათ ლამაზი შეყვარებულით. მაგრამ მათაც შეიძლება მოეძებნოთ გამართლება, შეიძლება უბრალოდ შეუყვარდეთ ლამაზი გოგონა, თუმცა ის ისედაც ყველას უყვარდება, ხოლო ვისაც ნაკლები გარეგნობის მქონე გოგონა მოხიბლავს, უკვე განსხვავებულია და ადვილი მისახვედრია, რომ სულიერად ძლიერი და კეთილი ადამიანია.



თუმცა ვერავინ ვერასოდეს ბოლომდე ვერ მიხვდება, თუ რა არის სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო...

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ???

3 Responses on "გარეგნობა თუ შინაგანი სამყარო???"

  1. egoisti says:

    arsebobs adamianebis uamravi kategoria... isetebi romlebsac marto garegnoba ainteresebt, isetebi romlebsac shinagani samyaro ainteresebt da bolo... isetebi romlebsac orive undat.. ase rom zustad ver ganvsazgvravt adamianis fsikologias :)

    Анонимный says:

    საინტერესო სტატიაა :)
    ეჰ მაგათს რას გაიგებ. მგონი ჯერ გარეგნობაზე აკვირდებიან და თუ მოსწონთ მერე იწყებენ შინაგან სამყაროზე დაკვირვებას.

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS