წამწამების შესახებ, ყოველდღიური მოვლა
წამწამების შესახებ
ყოველდღიური მოვლა:
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ყოველდღიური მაკიაჟის ჩამოშორება. ამისთვის საპონის ხშირი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, უმჯობესია ტუში მოიცილოთ სპეციალური სითხით. სასურველია, რომ ამ სითხის შემადგენლობაში შედიოდეს ვიტამინები და მკვებავი ზეთი. თვალიდან მაკიაჟი უნდა მოიშოროთ ბრთხილი მოძრაობით ისე, რომ არ გაწელოთ თვალის კანი.
მაკიაჟის მოშორების შემდეგ აუცილებელია წაისვათ მკვებავი საშუალება. ეს შეიძლება იყოს კაცსტორკის ან ნუშის ზეთი, გაჯერებული ვიტამინებით A, D და E. ხოლო თუ ნუშის ზეთში შეურევთ A ვიტამინის წვეთს, წამწამები არამხოლოდ დაიწყებენ გახშირებას და ზრდას, არამედ იპრიალებენ კიდეც.
მკვებავი საშუალება წამწამებზე უნდა წაისვათ ძილის წინ. დილით კი შეგიძლიათ მოიშოროთ რბილი ხელსახოცით.
თუ წამწამები გცვივათ:
წამწამის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზების შედეგათ. ყველაზე ხშირი ფაქტორი არის ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში. ამ შეთხვევაში დაგეხმარებათ ვიტამინო-მინერალური კომპლექსი, რომელიც უნდა მიიღოთ რეგულარულად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინი A და B. ამიტომ ხშირად მოიხმარეთ საკვებში: ქლიავის ზეთი, არაჟანი, სტაფილო, პომიდორი და ამ ვიტამინის შემცველი საკვები.
თუ სწორი კვება არ გამოასწორებს მდგომარეობას, მაშინ გეძლევათ რეალური საბაბი მიაკითხოთ ექიმს. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰეპოთირეოზი (ფარისებური ჯირკვლის უკმარისობა) და კონუნკტივიტი ხშირად განაპირობებს წამწამების ცვენას. ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს ხდება წამწამების ცვენა.
გარდა ამისა წამწამების ცვენას იწვევს, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება ან მისის არასწორი შერჩევა. პერიოდულად აუცილებელია შეასვენოთ თქვენი სახე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში წამწამები მაკიაჟის გაკეთებისგან.
შევარჩიოთ ტუში
ტუშის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ თქვენ წამწამებს რა ესაჭიროვებათ (სიგრძის მომატება გახშირება ან ორივე ერთად). თუ გაქვთ სუსტი წამწამები, მაშინ შეარშიეთ სამკურნალო ტუში. თუ ხართ ალერგიული მაშინ მოიხმარეთ გიპოალერგიული ტუში.
ტუშის მოხმარების მაქსიმალური დრო არის 3 თვე. ამ დროის გასვლის შემდეგ ის უნდა შეიცვალოს, რადგან მასში ჩნდება ბაქტერიები, რაც იწვევს გაღიზიანებას.
0 Responses on "წამწამების შესახებ, ყოველდღიური მოვლა"
Отправить комментарий