სასარგებლო წვენები

ნებისმიერ ადამიანს, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, შეუძლია სისხლის განახლების პროცესს მიეხმაროს იმ სხვადასხვა წვენებისა და ნახარშების მიღებით, რომლებიც ორგანიზმს სისხლის ელემენტების წარმომქნელ ნივთიერებებს მიაწვდის.






ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელია რკინა, ამიტომ მიიღეთ ჭარხლის წვენი, რომელშიც რკინის გარდა შედის კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილები, B, C, P ჯგუფის ვიტამინები, ფრუქტოზა და გლუკოზა. ეს წვენი შეგიძლიათ, მიიღოთ ნახევარი ჭიქა 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად დღეში 2-ჯერ, ჭამამდე.

ბოლოკის წვენი შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და B ვიტამინს. რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი და თაფლი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

სტაფილოს წვენში შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა უმდიდრესი კომპლექსი, კერძოდ რკინა, კობალტი, სპილენძი, კალციუმი, იოდი და სხვა. რეკომენდებულია სისხლანკლებობის და გასტრიტების დროს. ნახშირწყლების ცვლის მოსაწესრიგებლად მიიღეთ 100-150 წვენი, დღეში ერთხელ, შეგიძლიათ გამოიყენოთ წვენების ნარევი, კერძოდ 50 მილილიტრი ჭარხლისა და 100 მილილტრი სტაფილოს წვენი ერთმანეთში აურიეთ და დალიეთ. კარგია ვაშლისა და ჭარხლის წვენების შერევაც.

წვენები აუცილებლად ახალგამოწურული უნდა იყოს, რადგან დაკონსერვებულ წვენებში ფერმენტების აქტიურობა იკარგება. სასურველია წვენებს ცოტაოდენი ნადგომი წყალიც შეურიოთ.

0 Responses on "სასარგებლო წვენები"

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS