ტანსაცმელი ფიტნესისთვის: აუცილებლობა თუ მოდური ატრიბუტი
ყველას გარდერობში მოიძებნება რამდენიმე სპორტული ტანსაცმელი, მაგ. უბრალო ტოპი არის ფიტნესისთვის აუცილებელი ელემენტი. თუმცა ერთი შეხედვით სპორტული ნივთები ყოველთვის არ გამოდგება ფიტნესისთვის. როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი და მოდური ტანსაცმელი ფიტნესისთვის?
21-ე საუკუნეში საზღვარი სპორტულ და ყოველდღიურ ტანსაცმელს შორის წაიშალა. გლამურულ კლუბებში უფრო პოპულარული ხდება ტანსაცმელი სპორტული გლამურის სტილში, სპორტულ მაღაზიებს კი ხშირად სტუმრობენ სპორტის არამოყვარული ადამიანები, რომლებიც სპორტულ ტანსაცმელს ყიდულობს მოდის გამო. სპორტული ტანსაცმელი დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, რადგან მათ სურთ იყვნენ მოდურები. ასეთი ტანსაცმელი კი მათ მოდური სპორტული სტილის მიმდევრებად ხდის.
ფიტნესის ტანსაცმელის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ რამდენიმე ნიუანსზე.
პირველი და მთავარი: ტანსაცმელი უმჯობესია იყოს სინთეტიკური ქსოვილისგან. მიუხედავად იმისა, რომ ნატურალური ქსოვილი არ ელექტროვდება, სასიამოვნოა სხეულზე, მას გააჩნია რიგი მინუსები: ნატურალური ქსოვილი ”არ სუნთქავს”, კარგად არ იწოვს სისველეს, სპორტული ვარჯიშისას შეიძლება გადაცივდეთ, რადგან სისველე არ აორთქლდება. გარდა ამისა ნატურალური ქსოვილი მალე ითელება, იხევა, კარგავს ფერს და ფორმას. ეს გაითვალისწინეს მწარმოებლებმა. დღეს ნატურალურ ქსოვილში უმატებენ არანაკლებ 10 %-მდე ლაიკრას, რათა თავიდან აიცილონ ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლი.
სინთეტიკა არის სპორტული მოდის ”დედოფალი”. მას იძენენ, როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე მოყვარულები და უბრალოდ მოდის მიმდევრები. ვარჯიშებიდან გამომდინარე სინთეტიკა იყოფა რამდენიმე სახედ. აერობიკის მოყვარულებს გამოადგებათ ჰაერგაუმტარი ქსოვილი, მათში გახდომის ეფექტი იზრდება. აქტიური სპორტული ვარჯიშის, ცეკვის, კლდეზე ცოცვის, ზამთრის სპორტით დაკავებისას საჭიროა ”მსუნთქავი” ქსოვილის გამოყენება.
დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია პოლიესტერი, იგი ფართოდ გამოიყენება მისაღები ფასის და ხარისხის გამო. მისგან დამზადებული ტანსაცმელი გამძლეა, დაუთავება არ ჭირდება, კარგად აორთქლებს სისველეს, ადვილად შრება, საკმაოდ რბილია, სასიამოვნოა შეხებისას და არ იშუშხება. მას რამდენიმე წელი გამოიყენებთ.
მეორე : ფიტნესის ტანსაცმელი განსხვავდება ჩვეულებრივი ტანსაცმელისგან. თუმცა ეს განსხვავება თანდათან იშლება, თუმცა ეს ტანსაცმელი ადვილად წელვადი ან თავისუფალი სტილისაა. ნაკერები უნდა იყოს მყარი და გარედან, რათა კანი არ გახეხოს.
მესამე : რადგან სპორტული ტანსაცმელი საკმაოდ პოპულარულია, იგი ყველგან იყიდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა ტანსაცმელი, რომელიც სპორტულად გამოიყურება, სპორტული არ არის. ჩვეულებრივ მაღაზიებში ხარისხიანი სპორტული ტანსაცმელი იშვიათად იყიდება, ასორტიმენტი უფრო მოდურია და სპორტული ტანსაცმლის იმიტაციას წარმოადგენს. ამიტომ სპორტული ტანსაცმელი სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინეთ, სადაც არჩევანში კონსულტანტებიც დაგეხმარებიან.
მეოთხე: დაიმახსოვრეთ, რომ ფიტნესის ტანსაცმელი უნდა გარეცხოთ ყოველი ვარჯიშის შემდეგ. გაითვალისწინეთ ეს ტანსაცმლის შეძენისას, რათა მან დიდხანს გაგიძლოთ. ამასთან სპორტულ ტანსაცმელში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, რათა ვარჯიში სასიამოვნო იყოს.
0 Responses on "ტანსაცმელი ფიტნესისთვის: აუცილებლობა თუ მოდური ატრიბუტი"
Отправить комментарий