შოკოლადი სევდისგან გიხსნით

შოკოლადი, როგორც საკვების სხვა სახეობები, თავისთავად, მავნე არ არის. საქმე მის რაოდენობაშია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შოკოლადის ჭამის დაწყებისას შეუძლებელია შეჩერება. როგორც აღმოჩნდა, შოკოლადისადმი ლტოლვა ადამიანს გენებში აქვს ჩადებული.



შოკოლადის ერთ-ერთი ცნობილი თვისება ისაა, რომ ის განწყობას ამაღლებს. ამ ნუგბარში შემავალი მაგნიუმი დეპრესიის კვალს შლის, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას, სტრესის მიმართ გამძლეობას ამაღლებს, ამაგრებს იმუნიტეტს.

ამიტომ როცა სევდა და ნაღველი მოგეძალებათ, შოკოლადის ტორტის ნაჭერი ან შოკოლადი მიირთვით. ბედნიერი თუ არ გახდებით, განწყობა მაინც გაგიუმჯობესდებათ. კალორიებზე ნუ ინაღვლებთ. ტკბილი თერაპიით მიღებული ზედმეტი წონა სწრაფად გაგიქრებათ.

როგორ უნდა მოიქცნენ შოკოლადის მოყვარულები? უნდა მიირთვან შოკოლადი, ოღონდ მცირე პორციებად. უკეთესია, მისი მიღება ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ. ცილოვანი საკვები ანელებს შოკოლადის კომპონენტების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. რაც უფრო ნელა შეიწოვება შოკოლადი, მით უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები. ცილა ასევე ანელებს ტვინის რეაქციას, რომელიც კიდევ მოითხოვს მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ნარკოტიკის, შოკოლადის, დამატებით ულუფას.

0 Responses on "შოკოლადი სევდისგან გიხსნით"

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS