დაიწყეთ დღე ხალისიანი ფერით : )
როდესაც დილის მზის სხივის ნაცვლად, ოთახში ნაცრისფერი ბურუსი გვხვდება, ცოტა რთულია დღე ხალისიანად და ღიმილით დავიწყოთ...
თუმცა, რადგან ამინდის შეცვლაც არაა ადვილი, ისღა დაგვრჩენია სასიკეთო ცვლილება ჩვენსავე თავში მოვახდინოთ...
რთული არაფერია, მთავარია დავივიწყოთ ყველანაირი ცუდი და ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე. ნაცრისფერ ამინდშიც კი მოვძებნოთ რაღაც ფერადი ირგვლივ, და სწორედ ამ ფერადს, ნათელს, დადებითს გავუღიმოთ : )
ტყუილად არ არსებობს გამოთქმა „მარცხენა ფეხზე ადგომის“ შესახებ.
დილას რა განწყობით და შემართებითაც დავიწყებთ, დღესაც ნამდვილად ისე გავატარებთ...
თვალის გახელისთანავე, გაიღიმეთ და დაფიქრდით იმაზე, რომ სამყარომ კიდევ ერთი ლამაზი დღე მოგცათ სიკეთის თუ დადებითი მუხტის მისაღებად და გასაცემად.
საწოლიდან მარჯვენა ფეხით : ) ადგომის შემდეგ, ჩაიხედეთ სარკეში და აუცილებლად გადეცით თქვენს თავს სიყვარული და დადებითი განწყობა...
მერე რა თუ ახალგაღვიძებული ყოველთვის ისე არ გამოიყურებით როგორც თქვენ მოგწონთ : ) არავინ არის სრულყოფილი და თვით პოდიუმის წამყვან მოდელებსაც კი აწუხებს მსგავსი „პრობლემა“...
სხეულის გამოსაფხიზლებლად და ტონუსის ასაწევად, მიიღეთ შხაპი თქვენთვის სასიამოვნო ქაფით და მოიფიქრეთ რას ჩაიცვამთ დღეს...
დაივიწყეთ მუქი და ჩაჟამული ტონები. ამოარჩიეთ ნათელი და აქტიური
ფერის სამოსი გარდერობიდან და ამაღლებული განწყობით, შემართებით დატოვეთ სახლი...
ასე დაწყებული დღე, უხალისო ამინდშიც კი, აუცილებლად წარმატებით ჩაივლის : )
0 Responses on "დაიწყეთ დღე ხალისიანი ფერით : )"
Отправить комментарий