მოდური წვრილმანები თმებისთვის

მოდური წვრილმანები თმებისთვის
თავზე სარტყელი ან შესაკრავი იპყრობს ყურადღებას ისევე, როგორც ღრმა ჭრილი მკერდზე. "მსგავსი აქსესუარები დაუდევრობას ვერ იტანს-ამტკიცებს ჯიმი პოლი, უმა თურმანის პარიკმახერი-თუ გადაწყვეტთ სარტყელის გაკეთებას, გაითვალისწინეთ, რომ წარბების ფორმა იდეალური უნდა იყოს, ხოლო ღაწვები ლამაზად გამოკვეთილი.
შეცვალეთ სალონის ვარცხნილობა
"უზადო ვარცხნილობებზე აქსესუარები მოდურად არ გამოიყურება"-ამბობს გიდო პალაუ, რომელიც მოდის მსოფლიო ჩვენებებზე მუშაობს-"კარგად დავარცხნილ თმებზე სარტყელის გაკეთებით, ბალზე დებიუტანტივით გამოჩნდებით".

თუ თმის მორთულობის გამოყენებას გადაწყვეტთ, დაივიწყეთ თქვენი დანარჩენი ბიჟუტერია. თმაში ყვავილთან ან გულსაბნევთან მარგალიტის პატარა საყურე ან ნაზი ყელსაბამიც კი ზედმეტი იქნება.

თმის სარტყელი (ე.წ. აბადოკი)
ნუ მოერიდებით უკიდურესობას. "ამ განიერი და მოცულობითი, ან მსუბუქი და ვიწრო, ამ სეზონზე სარტყელს ან შესაკრავს რაც შეეხება, შუალედური გადაწყვეტა არ არსებობს" - ამბობს ჯიმ პოლი.

შავი სარტყელი მოუხდება თანაბრად შეჭრილ გრძელ თმებს. სანამ მას გაიკეთებთ, თმა კარგად გაისწორეთ.

ბრინჯაოსფერი ან ოქროსფერი სარტყელი ხაზს გაუსვამს თქვენი თმის ბრწყინვალებას და ჩამოზრდილ "ჩოლკას" მოიშორებთ შუბლიდან.

ვიწრო, ლითონის სარტყელი მოაწესრიგებს ურჩ კულულებს. შექმენით კონტრასტი: გააფორმეთ "აბადოკი" შიფონის ვარდებით. დაუდევრად შეიკარით თმა, "აბადოკი" გაიკეთეთ საფეთქელთან ახლოს და ოდნავ წინ წამოსწიეთ. კულულები ბუნებრივი რომ გამოჩნდეს, თმა ფენით და სპეციალური მუსით გაიშრეთ .

აბრეშუმის "აბადოკი" უნდა შეეფერებოდეს თმებს, მიასხურეთ მას თმის ბრჭყვიალა ლაქი.

ტურბანი
ტურბანი არის აღმოსავლეთის ხალხის თავსაბურავი, რომელიც მსუბუქი ტილოს ქსოვილისგან მზადდება. მას იხვევენ თავზე. დიზაინერებმაც გამოიყენეს ტურბანი და შექმნეს ქალების თავსაბურავი-ტურბანი. ყურადღების მაქსიმალურად მიპყრობისთვის თმები კარგად დაივარცხნეთ და მიანიჭეთ მას ბრწყინვალება, გადაიყავით შუაზე. ეს სტილი 30-40-იანი წლებისაა და საკმაოდ მოდურია.

თმის სარჭები
დიდქვიანი თმის სარჭები გაალამაზებს მაღალ ვარცხნილობას. დაყავით თმა 3 სმ-იანი სიგანის რიგებად, დაახვიეთ, დაამაგრეთ შპილკებით და ბრჭყვიალა სამაგრით. დიდი ყვავილიანი სარჭები შეუდარებლად გამოიყურება. სანამ მას გაიკეთებთ, თმაზე გაიკეთეთ ორი კუდი, ერთი -კისრის ბოლოში, მეორე-მის ზემოთ, შემდეგ დაახვიეთ თმა მსხვილ მაშებზე და მიღებული კულულები თითებით შეისწორეთ. სარჭი კეფასთან ახლოს დაიმაგრეთ. აუცილებელი არ არის მორთულობა წინა მხრიდან მთლიანად ჩანდეს.

მოირგეთ ახალი იერი
ელასტიური ოქროსფერი შესაკრავი - საუკეთესო დანამატია 60-იანი წლების ჩაცმულობასთან. თმა მოცულობის მისაღებად ოდნავ აიჩეჩეთ.

მარგალიტიანი სამაგრები შეარბილებს ბალერინის მსგავსი, გადაწეული თმის სერიოზულობას.

ოქროსფერი მავთული ოლიმპიურ კეთილშობილებას შეძენს საღამოს ვარცხნილობას. ნუ დამალავთ ბოლოებს. მოდაშია დაუდევრობა.
განიერი ლენტი შეგძენთ სასკოლო რომანტიკას. გაიკეთეთ ცხენის კუდი და შეიკარით ატლასის ლენტით.

"შავი ფერის აქსესუარები იმით არის კარგი, რომ ძვირადღირებულს და იაფფასიანს ვერ განასხვავებ. უბრალო, 2-3 სმ-იანი აბრეშუმის ლენტი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება" ამბობს გვიდო პალაუ - შემოიხვიეთ ის თავის გარშემო, თმის ბოლოები გაშვებული დატოვეთ. შეგიძლიათ იგივე ლენტი ქვედა კუდსაც შემოახვიოთ.

და ბოლოს, თუ გსურთ მოდურად გამოიყურებოდეთ, შეიძინეთ ლასტიკის ლენტი-სახვევი, გააფორმეთ ის რამდენიმე გულსაბნევით. მთავარია გასაქანი მიეცით თქვენს ფანტაზიას და გამოიყენეთ ხელთ არსებული მასალები მაქსიმალურად.

0 Responses on "მოდური წვრილმანები თმებისთვის"

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS