COCO CHANEL :)






კოკო შანელი არის ქალი, რომელმაც სამყარო რადიკალურად შეცვალა. არ არსებობს დღეს დიზაინერი, მისი გავლენა ცოტათი მაინც რომ არ განეცადოს, ბევრი ელიტური ქალბატონი დღემდე შანელის კოსტიუმებით იმოსება და მისი ვარცხნილობით იწონებს თავს, იმიტომ რომ შანელი ყოველთვის მოდაშია.





















კოკო შანელი ან იგივე გაბრიელ ბონერ შანელი - არის ის შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ბედის და გულის კარნახით აღმოჩნდა მოდის ცვალებად სამყაროში და სამკერვალო საქმე ხელოვნების დონემდე აიყვანა. ამასთან მას დასაწყისში მხოლოდ საკუთარი ხელების, ქინძისთავების და მაკრატელის გარდა არაფერი გააჩნდა. ამჟამად მაღალი მოდის ეს ვარსკვლავი, რომლის სახელია Chanel წარმოადგენს დახვეწილი გემოვნების და მომხიბვლელობის ბრენდს. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ის მოხვდა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში.

კოკო შანელი დაიბადა 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში, იგი ადრეულ ასაკში დაობლდა. რის შემდეგაც იზრდებოდა მონასტერში, სადაც შეისწავლა ჭრა-კერვა. მონასტრის დატოვების შემდეგ იგი მღეროდა კაბარე �როტონდაში�, სადაც მოიპოვა წარმატება და ფული. აქ დაერქვა მას მეტსახელი კოკო და გაიცნო მდიდარი ოფიცერი ეტიენ ბალზანი.
რატომ კოკო?
როცა გოგონა 14 წლის გახდა, მაშინ საოცრად გამხდარი, ლამის ჩონჩხი იყო და კოკო ანუ წიწილა შეარქვეს.




კოკოს ძალიან სურდა სიღარიბისგან თავის დაღწევა, ამიტომ დათანხმდა ეტიენს და გაყვა რუაიოს ციხესიმაგრეში საცხოვრებლად. კოკოს მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრება არ სურდა, ამიტომ მან დაიწყო ქალის შლაპების კერვა საკმაოდ წარმატებულად და ეტიენმა მას საკუთარი მაღაზია გაუხსნა. ცოტა ხანში მან გაიცნო შეძლებული ინგლისელი არტურ კეიპელი და გაყვა მას. წერდნენ, რომ არტური მისი ერთადერთი დიდი სიყვარული იყო, რომელსაც ყველაფერს პატიობდა, სხვაზე ქორწინებასაც კი. იგი დიდხანს გლოვობდა არტურის ტრაგიკულ სიკვდილს ავარიის შედეგად. არტური დაეხმარა მას დაეწყო თავისი ცხოვრების მთავარი საქმე-ტანსაცმლის მოდელების შექმნა.
1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე კოკო შანელმა გახსნა საკუთარი პატარა მაღაზია. იგი შემდგომში იტყვის: �მე შევძელი საკუთარის სახლის შექმნა, რადგან მინახავდა ორი მამაკაცი�.



მას პარიზში გამეფებული მოდა მეტისმეტად საგანგებოდ მოეჩვენა -ტუალეტის მყვირალა ფუფუნება, რომელზეც იხარჯებოდა უამრავი ქსოვილი, რთული ვარცხნილობები, დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, კორსეტის არაბუნებრივი ფორმა. პარიზის ოპერაში სიარულისას დიაგილევის �რუსული სეზონის� დროს, იგი აკვირდებოდა თეატრის ნიჭიერი მხატვრებს, როგორიც იყო ლ.ბაქსტი, ნოვატორულ იდეებს. ბალეტში �თამაში� სტრავინსკის მუსიკაზე, იგი გააოცა და ამასთან ძალიან მოეწონა ტენისის მოთამაშეთა იმ დროისთვის შეუფერებელმა მოკლე ქვედაბოლოებმა.

მისმა წინათგრძნობამ, XX ს-ის მოთხოვნათა შეგრძნებამ, როცა მოდა აღარ შეესაბამებოდა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს, საშუალება მისცა კოკოს შეჭრილიყო ქალთა ცხოვრებაში, შეექმნა ქალის ახალი სახე, ტანსაცმლის ახალი ტრადიციულისგან განსხვავებული მოდელები.
ვინ გაკრიჭა?
1917 წელს შანელი ,,გრანდ-ოპერის" პრემიერაზე თავისი ცნობილი მოკლედ ვარცხნილობით გამოჩნდა. თმა მოკლედ, ლამის ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი, რამაც მაშIნდელი საზოგადოება გააოგნა. როგორც შემდეგ გაირკვა, გაზის გამათბობელი აფეთქებულა და კოკოს რამდენიმე კულული შეუწირავს. კოკოს მაკრატელი აუღია და მთლიანად შეუჭრია თმა. ამით მან ისეთი ფურორი მოახდინა, რომ მეორე დღესვე პარიზის მოდის მიმდევრებმა თმა მოკლედ შეიკრიჭეს.


როგორც ფრანგი მოქანდაკე როდენი მარმარილოს აცლიდა ყველაფერს ზედმეტს შედევრის შესაქმნელად, ასევე მაკრატლითა და ნემსით შეიარაღებული კოკო ქმნიდა ქალებისთვის პრაქტიკულ და მოსახერხებელ ტანსაცმელს. მისი შთაგონების წყარო იყო, როგორც ბავშვობა, ასევე გარემო, სადაც ტრიალებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ნამდვილი ელეგენტურობის საწყისად კოკო მიიჩნევდა ბუნებრიობას და სიმარტივეს. იგი არასოდეს ქმნიდა ესკიზებს, თავად უწევდა რეკლამას საკუთარ მოდელებს, იცმევდა რა მათ თეატრში, სეირნობისას და კიდებდა მაღაზიის ვიტრინაში. ამ გზით მან დაამკვიდრა თავისი სტილი, სუნამო, საყვარელი ყვავალი-თეთრი კამელია. ამბობდნენ, რომ მოდის შემქნით ის თავის თავს მოსავდა. კოკო და მისი მოდელები, მისი სტილი იზიდავდა გამბედაობით, თანამედროვეობით და სიახლით, რაც ასე ძალიან ჭირდებოდა XX ს-ის ქალს. �ჩემი ჩაცმის სტილი სხვების დაცინვას იწვევდა, სწორედ ამაში იყო ჩემი წარმატება, რადგან სხვების მსგავსად არ გამოვიყურებოდი�.
პირველი მსოფლიო ომის დროს კოკო იძულებული გახდა გამგზავრებულიყო შორეულ საკურორტო ქალაქ ბიარიცში. მისი მაღალი მოდის სახლი პოპულარული გახდა უბრალო და მოკრძალებული ტანსაცმლის გამო. ტრიკოტაჟის ქსოვილი�ჯერსი� ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო საწყობში ომის პერიოდში. მისგან წინდებს და საცვლებს კერავდნენ. მან პირველმა შექმნა მისგან კაბის და კოსტუმის მოდელები.


რატომ ატარებდა მამაკაცის სამოსს?

1907 წელს ეტიენ ბალზამმა შანელი პარიზში წაიყვანა. ეტიენის მთელი ფული კოკომ თავისი ატელიეს გახსნას მოახმარა. თვითონ კი ნორმალური ტანსაცმელიც არ ჰქონდა და ქმრის გარდერობიდან შეარჩია სამოსი - საჯირითო შარვალი, ჯემპრი და ჰალსტუხი. მალე ისე მოეწონა ასე ჩაცმა, რომ მსოფლიოს ყველა ქალს აიძულა შარველბით შემოსილიყვნენ!


სად არის სუნამო #1?
ერთხელ მერლინ მონროს კითხეს: ,,რას იცვამთ ღამით?" სექსსიმბოლომ კი გულწრფელად უპასუხა: ,,რამდენიმე წვეთ ,,შანელ #5"-ს''. ეს სუნამო რუსმა ემიგრანტმა პარფიუმერმა - ვერიგინმა მოიფიქრა, რომელიც პარიზში კოკოს მეზობლად ცხოვრობდა - მან შესთავაზა ნატურალური ყვავილოვანი არომატები სინთეტიკურთან შეეზავებინა. მისი მეგობარი ქიმიკოსი - ერნესტ ბო ქმნიდა სუნამოებს სამეფო ოჯახისთვის. იგი კომპოზიციებს ქმნიდა ნატურალური ეთერზეთების და სინთეტიკური ჰაეროვანი ნივთიერებების შერევით და იღებდა უზუსტეს არომატებს. სწორედ მას მიმართა შანელმა თავისი ორიგინალური არომატის შესარჩევად და შესაკვეთად. არსებობს რამდენიმე ვერსია რატომ აირჩია მან რიცხვი 5. ერთი ვერსიით შეთავაზებული ფლაკონებიდან მან მეხუთე აირჩია (ხუთი მისი ბედნიერი რიცხვი იყო). თუმცა მასში ყვავილოვანი კომპონენტების მიჭარბე იყო, რაზეც კოკომ განაცხადა, რომ �ქალს ქალი სურნელი უნდა ჰქონდეს და არა ყვავილის�. ამის შემდეგ მოკრძალებული ფლაკონის შიგთავსმა, წარწერით �შანელი N5� გააოცა პლანეტის ყველა ქალი თავისი განუმეორებლობით, ტკბილი არომატის დახვეწილობით. მან მსოფლიო სახელი და უდიდესი მოგება მოუტანა ერნესტ ბოს და კოკო შანელს.
მას მერე ხალხს უკვირს, კი მაგრამ სად არის სუნამო #1? ან თუნდაც სამი? ან პირველი ოთხი მცდელობა იმდენად წარუმატებელი იყო, რომ საზოგადოების სამსჯავროზე არც გამოიტანეს?
სულაც არა, თურმე, შანელს მთელი ცხოვრება ხუთიანი თავის იღბლიან რიცხვად მიაჩნდა. კოლექციის ჩვენებაც კი 5 რიცხვში დაიწყო. ამიტომაც უწოდა სუნამოს ასე.

4 Responses on "COCO CHANEL :)"

  1. Toma says:

    Filmi tu naxe Coco Chanel -ze? :)

    ara samwuxarod :((( magram aucileblad vnaxav. kargia?

    nastasia says:

    amdenis ceras jobia xolem dacero,ratoa
    shentvis vinem mnishvnelovani da ra damokidebuleba gaqvs da ufro sainteresod casakitxo iqneba...
    asetebi wikipediashic mravlad ceria...
    blogi sheni damikidebulebebeis adgilia :)

    gavitvaliswineb. madlob rchevistvis :)

Отправить комментарий

SUBSCRIBE TO RSS